|
2015-02-05 10:41:55, 1407 ნახვა
სამართალი
მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 5 პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების, სამსახურებრივი სიყალბისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით თაღლითთა ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი დააკავა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2008 წლის მაისის თვეში, ქ. მცხეთის ყოფილი მთავარი არქიტექტორი, მის მიერვე შექმნილ ორგანიზებული-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების მცხეთა-მთიანეთის სამხარეო სამმართველოს ყოფილ უფროსთან, ქ. მცხეთის ნიჩბოსნობის სასპორტო სკოლის დირექტორთან და კიდევ ორ მოქალაქესთან ერთად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლა ქ. მცხეთაში, ფარნავაზის მოედნის მიმდებარედ 8 366 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს და მასზედ განთავსებულ 125 კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლებებს, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 2008 წლის მაისის თვის მდგომარეობით შეადგენდა 1 425 333 ლარს. საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე, 362-ე, 332-ე და 341-ე მუხლით გრძელდება, რაც სასჯელის სახით 7-იდან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყებაში აცხადებენ, რომ გარდა ამისა, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების იდენტიფიცირების მიზნით.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)