|
2022-06-03 14:00:30, 1669 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს და 70 კომპანიას საექსპორტო შეზღუდვებს უწესებს
დამოუკიდებელ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის მეოთხე თვეში, აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტმა კიდევ 70 რუსული კომპანიის წინააღმდეგ საექსპორტო სანქციები დააწესა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. გაფართოებული სანქციების ქვეშ მოხვდნენ ჰოლდინგი Ak Bars, სააქციო საზოგადოება Rubin, Gazprom Neft Shelf, S.V. Ilyushin-ის სახელობის საავიაციო კომპლექსი, Yakovlev Design Bureau და Voentelecom. გარდა ამისა, სანქციების ქვეშ მოექცა ბელორუსული კომპანია Eleron. აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ ეს კომპანიები ჩართულნი არიან „საქმიანობებში, რომლებიც ეწინააღმდეგება ეროვნულ უსაფრთხოებას ან აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ინტერესებს“. შეგახსენებთ, რომ 8 მაისს თეთრმა სახლმა ანტირუსული სანქციების ახალი პაკეტი გამოაქვეყნა . კერძოდ, შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა პირველ არხს, რუსეთ 1-ს და NTV-ს. შეზღუდვები ასევე დაწესდება სბერბანკის რვა ხელმძღვანელზე და გაზპრომბანკის კიდევ 27 ხელმძღვანელზე. მოსკოვის ინდუსტრიული ბანკი შავ სიაში მოხვდა. აშშ-ის ხაზინამ ასევე გააფართოვა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და დააწესა შეზღუდვები 17 რუსსა და 16 იურიდიულ პირზე.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)