|
2022-06-02 10:23:37, 1392 ნახვა
ომი უკრაინაში
NYT - სარაკეტო სისტემების მიწოდება ფარულ რისკებს შეიცავს, უკრაინას მასიური დაბომბვა ელის
უკრაინისთვის სარაკეტო სისტემების მიწოდება ფარულ რისკებს შეიცავს, რომელთაგან ერთ-ერთი შეიძლება იყოს უკრაინის ტერიტორიების მასიური დაბომბვა რუსული ჯარების მიერ. ამის შესახებ The New York Times- ის მასალაშია ნათქვამი . "შეერთებულმა შტატებმა თქვა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები არ იქნება (და ეს გუშინ ზელენსკიმ გაიმეორა). მაგრამ არის ტერიტორიები უკრაინაში, რომლებსაც მოსკოვი თავის საკუთრებად მიიჩნევს (ყირიმს) ან ლეგალურად აღიარებულად (დონბასს). რა მოხდება, თუ უკრაინა დაიწყებს ახალი იარაღით დარტყმას ამ ტერიტორიებზე ღრმად გაურკვეველია. თეორიულად, ამან შეიძლება გამოიწვიოს ესკალაცია“, - ნათქვამია სტატიაში. გამოცემის ცნობით, „სიმართლის მომენტი“ იქნება რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე მორიგი მასიური სარაკეტო თავდასხმა, რის შემდეგაც გაირკვევა შეუძლია თუ არა კიევს წინააღმდეგობის გაწევა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საპასუხო დარტყმა. ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)