20:13 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-01 16:45:40, 1654 ნახვა

ომი უკრაინაში
პესკოვი -აშშ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით ცეცხლზე ნავთს ასხამს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით „ცეცხლზე ნავთს ასხამს",- ამის შესახებ კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილების საპასუხოდ განაცხადა.

პესკოვის თქმით, ეს არ უწყობს ხელს უკრაინის ხელმძღვანელობის სურვილს განაახლოს სამშვიდობო მოლაპარაკებები.

„ჩვენ გვჯერა, რომ შეერთებული შტატები მიზანმიმართულად და გულმოდგინედ ასხამს ცეცხლზე ნავთს“, - განაცხადა პესკოვმა.

პესკოვმა ასევე დასძინა, რომ კრემლი არ ენდობა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებს, რომ კიევი არ გამოიყენებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის, თუ მათ აშშ-სგან მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ბაიდენმა სამშაბათს თქვა, რომ აშშ უკრაინას „უფრო მოწინავე სარაკეტო სისტემებსა და საბრძოლო მასალას“ აწვდის, რადგან მისი ომი რუსეთთან გრძელდება.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ხელისუფლება დიდი ხანია სთხოვს შეერთებულ შტატებს მაღალტექნოლოგიური, საშუალო მანძილის სარაკეტო სისტემების მიწოდებას.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა მასწავლებელმა შეავსო განაცხადი - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics