|
2022-05-28 18:38:51, 3467 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - მე მინდა პუტინთან მოლაპარაკება, აგრესორი ქვეყნის ყველა სხვა წარმომადგენელი არაფერს წყვეტს
საკითხი ის არ არის, რომ მე მინდა პუტინთან მოლაპარაკება, აგრესორი ქვეყნის ყველა სხვა წარმომადგენელი არაფერს წყვეტს,- ასე განმარტა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თუ რატომ სურს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა რუს დიქტატორ ვლადიმერ პუტინთან. შესაბამისი განცხადება ზელენსკიმ ჰოლანდიურ გამოცემა Nos-თან ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვის აგრესორი ქვეყნის საგარეო მინისტრი ან სხვა წარმომადგენელი. „საკითხი ის არ არის, რომ მე მინდა პუტინთან მოლაპარაკება, აგრესორი ქვეყნის ყველა სხვა წარმომადგენელი არაფერს წყვეტს. მან ააშენა სახელმწიფო, რომელშიც არავინ არაფერს წყვეტს. ამიტომ, არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვის მათი საგარეო მინისტრი და არ აქვს აზრი დელეგაციას გამოგვიგზავნას ჩვენთან სასაუბროდ. ყველა ეს ადამიანი სამწუხაროდ არავინაა“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის ლიდერი დარწმუნებულია, რომ პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდება. „ის იძულებული იქნება ეს ნაბიჯი გადადგას, რათა არ დამარცხდეს ბრძოლის ველზე“,- დასძინა ზელენსკიმ. შეგახენებთ, რომ მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებს მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნდება, რაც დამპყრობლები24 თებერვლის შემდეგ, მიტაცებულ უკრაინულ ტერიტორიებს უკან დააბრუ
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)