|
2022-05-26 16:48:59, 1172 ნახვა
საზოგადოება
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: „ისტორიულად სწორედ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი ვართ"
„საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს გამორჩეული ქართველი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის, მეცნიერისა და პოლიტიკოსის ნიკო ნიკოლაძის ქალაქიდან" - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ საქართველოს მოსახლეობას დამოკიდებლობის დღე ფოთიდან მიულოცა, სადაც სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში ეკონომიკის სამინისტროს რამდენიმე უწყების მიერ მოწყობილი პავილიონები და სივრცეები დაათვალიერა. „26 მაისი ის დღეა, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს აერთიანებს. წელს ამ დღის მთავარი სლოგანია „ევროპისკენ", რითიც კიდევ ერთხელ გვსურს ვთქვათ, რომ ისტორიულად ჩვენ სწორედ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი ვართ. ფოთი ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია - ნიკო ნიკოლაძემ აქცია ეს ქალაქი ევროპული ტიპის ქალაქად, სადაც ამიერკავკასიაში პირველი, თბილისი-ფოთის რკინიგზა აიგო, გაშენდა ხიდები, მოეწყო ნავსადგური, განვითარდა ვაჭრობა და მრეწველობა, განათდა ქუჩები" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, დღეს ეკონომიკის სამინისტრო ფოთის მთავარ მოედანზე მოსულ მოქალაქეებს ბევრი სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებით და ისტორიული გამოფენით მასპინძლობს, სადაც, მათ შორის წარმოჩენილი იქნება საქართველოს ენერგეტიკის განვითარება და ევროპასთან დაახლოება. გარდა ამისა, გაიმართება სხვადასხვა სპორტული, ასევე საბავშვო აქტივობა და მუსიკალური შოუ. საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის ყველა ქალაქში სადღესასწაულო ღონისძიებებით აღინიშნება. სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, ეკონომიკის სამინისტრო ღონისძიებებზე რამდენიმე ლოკაციით არის წარმოდგენილი, მათ შორის, თბილისში, ფოთში და მესტიაში. მთელი დღის განმავლობაში მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში," ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს ფოსტის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, ნავთობისა და გაზის კორპორაციის, „საქრუსენერგოს," ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების, ენერგეტიკის განვითარების ფონდის სივრცეები და პავილიონები.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)