|
2022-05-26 10:33:12, 3217 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და აშშ-მ სასტიკ დანაშაულებზე მრჩეველთა ჯგუფი ჩამოაყალიბეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, გაერთიანებულმა სამეფომ, ევროკავშირიმა და აშშ-მ სასტიკ დანაშაულებზე მრჩეველთა ჯგუფი (Atrocity Crimes Advisory Group (ACA) ჩამოაყალიბეს. ბლინკენის თქმით, ახალი ერთობლივი ჯგუფის დაწყება, მათ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებების დოკუმენტირებაში დაეხმარება. „ახალი მექანიზმი, სახელწოდებით Atrocity Crimes Advisory Group (ACA), „უზრუნველჰყოფს სტრატეგიულ რჩევებსა და ოპერატიულ დახმარებას OPG-ის ომის დანაშაულთა დანაყოფებს, კანონიერად შექმნილ ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელია უკრაინაში ომის დანაშაულებებისა და სხვა სისასტიკით დევნაზე“,- განაცხადა ბლინკენმა. გარდა ძალისხმევის გამარტივებისა, ACA ასევე უზრუნველყოფს გაფართოებულ დაფინანსებას საერთაშორისო პროკურორებისა და სხვა სამხედრო დანაშაულების ექსპერტების გუნდს, რომლებიც უკვე განლაგებულია რეგიონში. „მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები და ჩვენი პარტნიორები მხარს უჭერენ მთელ რიგ საერთაშორისო ძალისხმევას დანაშაულებებზე პასუხისმგებლობის განსახორციელებლად, OPG ითამაშებს გადამწყვეტ როლს ომის დანაშაულებსა და სხვა სისასტიკეში პასუხისმგებელი პირების პასუხისმგებლობის დაკისრების უზრუნველსაყოფად.“- დასძინა სახელმწიფო მდივანმა. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". ამასთან, დასავლეთის მთელმა რიგმა ქვეყნებმა, კერძოდ კი შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს უკრაინას, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დააწესებითა და იარაღის მიწოდებით დახმარებოდნენ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)