|
2022-05-25 13:14:21, 1047 ნახვა
ეკონომიკა
გაერო - უკრაინაში ომმა შესაძლოა 70-ზე მეტი ქვეყნის კრიზისი და დეფოლტი გამოიწვიოს
უკრაინის ომით გამოწვეული ან გამწვავებული კრიზისები სურსათის, საწვავის და ფინანსების მხრივ, საფრთხეს უქმნის ღარიბ ქვეყნებს და შესაძლოა, 70-ზე მეტი სახელმწიფოს დეფოლტი გამოიწვიოს, - ამის შესახებ გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორმა აჩიმ შტაინერმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. მისი თქმით, მაღალმა ინფლაციამ და საპროცენტო განაკვეთებმა შეიძლება გამოიწვიოს დეფოლტი 70-ზე მეტ ქვეყანაში. შრი-ლანკამ უკვე გამოაცხადა დეფოლტი მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე. "ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ ვუპასუხოთ კრიზისის მასშტაბებს. ბევრ განვითარებად ეკონომიკას უბრალოდ არ აქვს ფული", - თქვა შტაინერმა. რუსეთი ბლოკავს უკრაინის პორტებს, ქმნის დეფიციტს და ზრდის ფასებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ეგვიპტე, რომლებიც თითქმის მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული. ამის ფონზე, წელს მარცვლეულის მსოფლიო ფასი 50%-ით გაიზარდა და რეკორდულ დონეს მიუახლოვდა. სიმინდი 32%-ით გაძვირდა, ხოლო სოიო 26%-ით. გარდა ამისა, ენერგორესურსები ძვირდება. ენერგორესურსების დეფიციტი კი, თავის მხრივ, აჩქარებს სურსათის ინფლაციას სასუქების გაძვირების გამო, რომლის წარმოებაშიც ბუნებრივი აირი გამოიყენება. ენერგიის, საკვებისა და ვალების „სამთავიანი ჰიდრა“ „მოიწვევს მრავალ განვითარებად ქვეყანაში საყოფაცხოვრებო შემოსავლების და საჯარო სერვისების კოლაფსს“, - თქვა მარკ მალოქ-ბრაუნმა, ღია საზოგადოების ფონდების პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, გაეროს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ უკრაინის ომმა გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვია , რომელიც შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს, თუ არ შეჩერდა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)