|
2022-05-20 10:45:50, 2355 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - დონბასში ჯოჯოხეთია და ეს არ არის გაზვიადება
დონბასში ჯოჯოხეთია და ეს არ არის გაზვიადება, ამის სესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, დონბასში არსებულ ვითარებაზე, რუსული ჯარები ზეწოლას აძლიერებენ. „დონბასში დამპყრობლები ცდილობენ კიდევ უფრო გაზარდონ ზეწოლა. არის ჯოჯოხეთი და ეს არ არის გაზვიადება. სევეროდონეცკის სასტიკი და სრულიად უაზრო დაბომბვა... იქ მხოლოდ 12 ადამიანი დაიღუპა, ათობით დაჭრილია. ერთ დღეს ჩვენი სხვა ქალაქების დაბომბვა და საჰაერო და სარაკეტო დარტყმები რუსეთის არმიას - ეს ყველაფერი არ არის მხოლოდ საომარი მოქმედებები“,- განაცხადა ზელენსკიმ. ამასთან როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, თავდასხმები არ წყდება უკრაინის ცენტრალურ ქალაქებშიც. „რუსეთის დარტყმები ჩერნიგოვის რეგიონზე, კერძოდ, საშინელი დარტყმა დესნაზე, ნანგრევებისაგან ქალაქის გაწმენდა გრძელდება, ბევრი ადამიანი დაიღუპა, მუდმივი თავდასხმები ოდესის რეგიონზე, ცენტრალური უკრაინის ქალაქებზე, დონბასი მთლიანად განადგურდა - ყველაფერი. ამას არ აქვს და არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე სამხედრო ახსნა რუსეთისთვის. ეს უკრაინელების დიდი რაოდენობის შეგნებული და კრიმინალური მოკცლის მცდელობაა, რაც მეტი საცხოვრებელი კორპუსების, სოციალური ობიექტებისა და საწარმოების განადგურებას გულისხმობს", - დასძინა ზელენსკიმ. გარდა ამისა, ზელენსკის განცხადებით, ეს არის ის, რაც კვალიფიცირდება უკრაინელი ხალხის გენოციდად და რისთვისაც ოკუპანტები აუცილებლად წარდგებიან სამართლიანობის წინაშე. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, რუსეთის ფედერაცია დილით უკრაინაში შეიჭრა, რასაც „სპეციალური სამხედრო ოპერაცია" უწოდა. რის შემდეგაც დასავლეთის მთელმა რიგმა ქვეყნებმა, კერძოდ კი შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს უკრაინას, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დააწესებითა და იარაღის მიწოდებით დახმარებოდნენ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)