|
2022-05-19 16:13:40, 1487 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკაში ქალი ბიზნესმენების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც მათი აქტიურობა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკაში ქალი ბიზნესმენების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც მათი აქტიურობა ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ბიზნესლიდერთა ფედერაციის "ქალები მომავლისთვის" წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრთან ერთად შეხვედრას მისი მოადგილეები - ირაკლი ნადარეიშვილი და ნინო ენუქიძე და სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი დაესწრნენ. შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე ტენდენციები, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, აგრეთვე ბიზნესის სტიმულირების სამთავრობო პროგრამები. ვიცე-პრემიერმა და მოწვეულმა სპიკერებმა უპასუხეს ფედერაციის წევრების შეკითხვებს. „ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ვისაუბრეთ წიაღისეული რესურსების მოპოვების, ენერგეტიკის, კაპიტალის ბაზრის განვითარების, უცხოური ინვესტიციების მეტად წახალისების და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი იყო საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობის ხარისხის გაუმჯობესება. ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი დავაჩქაროთ. შენიშვნები, რომლებიც დღეს ამ კუთხით არსებობდა, აბსოლუტურად ლეგიტიმურია", - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. „ეკონომიკაში ქალი ბიზნესმენების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე როგორც მათი აქტიურობა და შეიძლება ფედერაციასთან ერთად ვიმუშაოთ ძალიან საინტერესო ინიციატივებსა და პროექტებზე", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. შეხვედრის მიმდინარეობისას ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელობამ ბიზნესმენ ქალებს მათთვის საინტერესო, სხვადასხვა სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია. ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის" 75 წევრს აერთიანებს, ის მულტი-დარგობრივია და ეკონომიკის არაერთ სექტორს მოიცა
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)