|
2022-05-19 16:09:15, 1273 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ sCool Card-მა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის სპეციალური პლატფორმა - bolozari.bog.ge შექმნა
„ საქართველოს ბანკის“ sCool Card-მა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის სპეციალური პლატფორმა - bolozari.bog.ge შექმნა „საქართველოს ბანკი“ ახალგაზრდა თაობის ინტერესებისა და საჭიროებების შესწავლას განაგრძობს, რათა სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს მათზე მორგებული პროდუქტები, სერვისები და ახალი შესაძლებლობები შესთავაზოს. იმისთვის, რომ ბოლო ზარის სამზადისი მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო სასიამოვნო გამოცდილებად იქცეს, ბანკმა მათ სიახლე მოუმზადა. http://bolozari.bog.ge/ - სპეციალურად დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის შექმნილი პლატფორმაა, სადაც საქართველოს ბანკმა მე-12 კლასელების ჰობების, ინტერესების, გემოვნებისა და იდენტობის შესაბამის ილუსტრაციებს მოუყარა თავი. მოსწავლეები, რომლებსაც ჯერ კიდევ არ გადაუწყვიტავთ რა დაიხატონ პერანგზე, სპეციალურად მათთვის შექმნილი ილუსტრაციებიდან შეძლებენ შეარჩიონ სასურველი, ჩამოტვირთონ ის და maika.ge-ში დაპრინტვის შემთხვევაში, sCool Card-ით გადახდისას 40% ქეშბექით ისარგებლონ. ვიდეოს სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3wEIJ4T „ბოლო ზარის დღესასწაულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი პერანგების საშუალებით თვითგამოხატვაა. თუმცა, რაც უფრო ცოტა დრო რჩება ბოლო ზარამდე, იმატებს მღელვარება და ძნელდება იმ ერთი ვიზუალის შერჩევა, რომელიც ამ მნიშვნელოვან დღეს შენთან ერთად გაატარებს. სწორედ ამიტომ, შევქმენით პლატფორმა, სადაც მოსწავლეები ბოლო ზარისათვის სასურველი მზა ილუსტრაციის შერჩევას და მის სპეციალური ფასდაკლებით დაპრინტვას შეძლებენ. გარდა ამისა, ბოლო ზარისთვის sCool Card-მა მოსწავლეებს მათ საყვარელ კვების და გასართობ ობიექტებში სპეციალური შეთავაზებები მოუმზადა, რომელიც ამ პერიოდს უფრო მრავალფეროვანს გახდის. ჩვენ ამით არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ სკოლის მოსწავლეებისა თუ სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში"
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)