|
2022-05-19 16:01:04, 1131 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტრო - ადგილობრივი ექსპორტის სტაბილური ზრდა ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობაზე მეტყველებს
ეკონომიკის სამინისტრო - ადგილობრივი ექსპორტის სტაბილური ზრდა ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობაზე მეტყველებს. წლების განმავლობაში ადგილობრივი ექსპორტის სტაბილური ზრდა ნათლად მიანიშნებს ადგილობრივი წარმოების ზრდასა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაზე", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსიმა, ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის" მიერ ადგილობრივი ექსპორტის ბოლო მონაცემების კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, აპრილში ადგილობრივი ექსპორტის 16 პროცენტიანი ზრდა ფიქსირდება, ხოლი იანვარ-აპრილის მონაცემებით, ადგილობრივი ექსპორტი 37 პროცენტზე მეტად არის გაზრდილი და ნომინალურ გამოხატულებაში 1,207 მლნ. აშშ. დოლარს აჭარბებს. ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ქართული პროდუქცია კონკურენტულია არამხოლოდ შიდა არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც. „ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს სწორედ ადგილობრივი წარმოების სტიმულირება წარმოადგენს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და მოსახლეობის შემოსავლების ზრდას", - აღნიშნავს დეპარტამენტის უფროსი. ქვეყნების მიხედვით, ადგილობრივი ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ჩინეთში, აშშ-ში, ბულგარეთში, შვეიცარიაში და თურქეთში. ხოლო პროდუქტებიდან გაიზარდა ფეროშენადნობის, ქიმიური მრეწველობის პროდუქციის, წიაღისეულის და მსუბუქი მრეწველობის პროდუქციის ადგილობრივი ექსპორტი.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)