|
2022-05-19 11:31:39, 1478 ნახვა
ომი უკრაინაში
გენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 231 ბავშვი დაიღუპა, 424-ზე მეტი კი დაშავდა
რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ აგრესიულ ომს 231 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 427-ზემეტი კი დაშავდა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრინის პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკში - 144, კიევში - 116, ხარკოვში - 100, ჩერნიგოვის - 68, ლუგანსკის - 47, ნიკოლაევის - 44, ხერსონის - 48, ზაპოროჟიეს - 28, სუმის - 17, ჟიტომირის - 15. უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დაბომბვისა და დაბომბვის შედეგად რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დააზიანა 1828 სასწავლო დაწესებულება, მათგან 171 მთლიანად განადგურდა. ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)