|
2022-05-17 22:00:54, 1665 ნახვა
ეკონომიკა
დუბაის ტურისტული გამოფენის შედეგები - 30-მდე მნიშვნელოვანი შეხვედრა და სტატია ბათუმზე
სერვისის მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები დუბაის ტურიზმის კოლეჯის ხელმძღვანელს შეხვდნენ. შეხვედრისას ტურიზმის სფეროსთვის შესაბამისი კადრების მომზადება,ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამები და სერვისის ერთიანი ჯაჭვის ეფექტურად ფუნქციონირების საკითხები განიხილეს. გარდა ამისა, მიმდინარეობს მოლაპარაკება კოლეჯის წარმომადგენლების ვიზიტზე ბათუმში, რაც ტურიზმის საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სერვისის წარმომადგენლებს გამოცდილების გაზიარების საშუალებას მისცემს. - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე თქმით, გარდა აღნიშნული შეხვედრისა, დუბაის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის „ATM 2022" ფარგლებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ 30-მდე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა ტურიზმის ინდუსტრიის ძირითად მოთამაშეებთან. მათ შორისაა აბუდაბის ტურიზმისა და კულტურის ხელმძღვანელი, დუბაის ტურიზმისა და კომერციული მარკეტინგის ხელმძღვანელი, DNATA-ს მენეჯერი, Flydubai-ის, Air Arabia-ს, Flynas-ის, Emirates-ის, Flyadeal-ისა და ATM-ს მენეჯმენტი. შეხვედრებში ჩართული იყო საქართველოს ელჩი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში პაატაკალანდაძე.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)