20:22 - 18 Aug, 2026
|
2022-05-15 15:00:04, 1793 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსული გემები შავ ზღვაში რჩება: უკრაინელები საფრთხის შესახებ გააფრთხილეს
რუსეთის მიერ ზღვიდან სარაკეტო დარტყმის განხორციელების რისკი კვლავ არსებობს. ამის შესახებ „სამხრეთის“ ოპერატიული სარდლობა იტყობინება. მათი ინფორმაციით, შავ ზღვაში ორი რუსული გემი იმყოფება, რომლებიც საკრუიზო რაკეტებს ატარებენ, ასევე ადგილზეა რუსეთის ფედერაციის ხუთი დიდი სადესანტო გემი. "ფსიქოლოგიური ზეწოლა და ზღვიდან სარაკეტო დარტყმის საფრთხე არ კარგავს აქტუალობას. სიტუაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაბამისი ქვედანაყოფების კონტროლს ექვემდებარება,"- ნათქვამია ანგარიშში. შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა მხარემ უკრაინის ტერიტორიაზე პატრულირებისთვის ორი გემი დატოვა , დანარჩენი კი ყირიმში მდებარე ბაზებზე დააბრუნა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)