20:22 - 18 Aug, 2026
|
2022-05-15 12:03:46, 1478 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინაში, ქალაქ იზიუმთან კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში, ქალაქ იზიუმთან კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, მებრძოლი 38 წლის რატი შურღაიაა. როგორც "ექსპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები. რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში ოკუპანტებთან ბრძოლას 11 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. დაღუპული ქართველი მებრძოლები არიან: დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ბახვა ჩიქობავა, დავით გობეჯიშვილი, დავით მენაბდიშვილი, ნიკოლოზ შანავა, არკადი კასრაძე, ალიკა ცაავა, ზაზა ბიწაძე და ტატო ბიგვავა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)