|
2022-05-14 17:04:47, 1786 ნახვა
ომი უკრაინაში
იზიუმის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევაზე გადავიდნენ
იზიუმის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევაზე გადავიდნენ. - ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის რეგიონული ადმინისტრაციის თავმჯდომარე, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს. მისივე თქმით, მტერი რამდენიმე მიმართულებით უკან იხევს. "იზიუმის მიმართულება ყველაზე ცხელ წერტილად რჩება. ჩვენი შეიარაღებული ძალები იქ კონტრშეტევაზე გადავიდნენ. მტერი რამდენიმე მიმართულებით უკან იხევს - და ეს ჩვენი შეიარაღებული ძალების ბუნების შედეგია". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)