|
2022-05-13 17:29:04, 2842 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის სამი ყოფილი პრეზიდენტი მსოფლიო ლიდერებს დახმარების თხოვნით მიმართავს
უკრაინის სამი ყოფილი პრეზიდენტი: ლეონიდ კუჩმა, ვიქტორ იუშჩენკო და პეტრო პოროშენკო, მსოფლიო ლიდერებს მიმართავენ, რათა უკრაინის ხელისუფლებას მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამხედროების სიცოცხლის გადარჩენაში დაეხმარონ. ამის შესახებ ისინი ერთობლივ განცხადებას აკეთებენ. უკრაინის მეორე, მესამე და მეხუთე პრეზიდენტების განცხადებით, აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე ხალხის განადგურებას რუსეთი პუტინის ბრძანებით, ბარბაროსული მეთოდებით ცდილობს. „ჩვენ, ლეონიდ კუჩმა, ვიქტორ იუშჩენკო და პეტრო პოროშენკო - უკრაინის მეორე, მესამე და მეხუთე პრეზიდენტი - მივმართავთ მსოფლიოს ქვეყნების ლიდერებს. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადას, ჩინეთს, თურქეთს და სხვებს, ასევე გაეროს. ჩვენ მოვუწოდებთ თითოეულ თქვენგანს შეუერთდეს გმირი უკრაინელების სიცოცხლის გადარჩენას ათობით მილიონი უკრაინელი იმედით გიყურებს და ცივილიზებული სამყაროს ყველა ხალხი მადლიერებით შეაფასებს თქვენს წარმატებულ შუამავლობას“,-წერია განცხადებაში. გარდა ამისა, ისინი აღნიშნავენ, რომ რაშისტების ასეთი შემაძრწუნებელი სისასტიკე უკვე ყოველგვარ სამხედრო მნიშვნელობას მოკლებულია. მარიუპოლი თითქმის მთლიანად განადგურებულია რუსეთის მიერ, რომელიც ახლა თავისი დანაშაულის კვალი დამალვას ცდილობს. ამასთან ერთად, მათ ასევე აღნიშნეს, რომ უკრაინელი ჯარისკაცებისა და დამცველების გამბედაობამ არა მარტო უკრაინა, არამედ მთელი მსოფლიო გააოცა. „აზოვის ბატალიონი, ჩვენი საზღვაო ქვეითები, ჩვენი მესაზღვრეები უკვე შევიდნენ ისტორიაში, რადგან მათი სამხედრო წარმატება უპრეცედენტოა. და ესენი არიან ჩვენი ეროვნული გმირები, ახლა მთელი მსოფლიოს თვალწინ არის რუსების სისხლიანი შურისძიების და შურისძიების მცდელობა მათზე, ვინც, მართალია გარშემორტყმული იყო, მაგრამ სულის სიმტკიცით და ნებისყოფით დაამარცხა ისინი“,-აღნიშნულია განცხადებაში.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)