17:42 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-12 17:06:09, 1221 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის საგარეო: ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საპასუხო ნაბიჯებს გადავდგამთ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ იძულებული იქნება გადადგას "საპასუხო ნაბიჯები" მისი მეზობელი ფინეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

 სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი სერიოზულად დააზარალებს ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ჩრდილოეთ ევროპაში.

„მოსკოვს სხვა გზა არ დარჩება გარდა იმისა, რომ უპასუხოს ფინეთის გადაწყვეტილებას სამხედრო ალიანსში გაწევრიანების შესახებ“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მანამდე ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერმა განაცხადეს, რომ ქვეყანას ნატოში გაწევრიანება „დაყოვნების გარეშე“ სურს.

ფინეთს რუსეთთან 1300 კმ (810 მილი) საზღვარი აქვს. ფინეთი ოფიციალურად თავის გადაწყვეტილებას კვირას გამოაცხადებს , მას შემდეგ რაც მას პარლამენტი და სხვა მაღალი რანგის პოლიტიკური მოღვაწეები განიხილავენ.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების პროცესი "საკმაოდ სწრაფად" მოხდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics