18:39 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-12 10:23:44, 1098 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენი - ამერიკა სახლში ფასების ზრდას ებრძვის, ხოლო საზღვარგარეთ კვებავს მათ, ვინც რუსული სისასტიკის გამო მშიერი დარჩა

 ამერიკა ორ ფრონტზე იბრძვის სახლში, ეს არის ინფლაცია და ფასების ზრდა. საზღვარგარეთ, ის ეხმარება უკრაინელებს დაიცვან ჩვენი დემოკრატია და კვებავს მათ, ვინც მშიერი დარჩა მთელ მსოფლიოში, რუსული სისასტიკის გამო,- განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ რუსეთის სისასტიკის გამო  მილიონობით ადამიანს შიმშილით სიკვდილი ემუქრება, რადგან უკრაინაში  რუსეთის შეჭრის გამო  მილიონობით ტონა მარცვლეულის ექსპორტია შეჩერებული.

"თუ ეს მარცვლეული არ მოხვდება ბაზარზე, აფრიკაში ძალიან ბევრი ადამიანი შიმშილით მოკვდება, რადგან ისინი არიან აფრიკის მრავალი ქვეყნის ერთადერთი მიმწოდებელი,“ - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

 ბაიდენმა მადლობა გადაუხადა ამერიკელ ფერმერებს  და მათ "ქვეყნის ხერხემალი უწოდა". მან აღნიშნა, რომ პუტინის ომმა შეწყვიტა საკვების მნიშვნელოვანი წყაროების ექსპორტი.

 უკრაინა არის ხორბლის, სიმინდისა და მცენარეული ზეთის უმსხვილესი მწარმოებელი მსოფლიოში. მსოფლიო ბანკის მოხსენების თანახმად, რუსეთის შეჭრამ ხელი შეუწყო ისტორიულ შოკს სასაქონლო ბაზრებზე , რაც გლობალურ ფასებს 2024 წლის ბოლომდე მაღალ დონეზე შეინარჩუნებს.
გასული თვის ბოლოს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, სურსათზე ფასები წელს 22.9%-ით გაიზრდება, რაც  ხორბლის ფასის 40%-ით ზრდით არის გამოწვეული.

ბაიდენმა თავის გამოსვლაში დაარწმუნა საზოგადოება, რომ  ამერიკული სოფლის მეურნეობის ექსპორტი უკრაინის მარაგებში არსებულ დეფიციტს შეავსებს.  

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics