|
2022-05-11 14:55:07, 1343 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკი მარჯანიშვილის თეატრის გენერალური სპონსორი გახდა
ბაზისბანკი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის გენერალური სპონსორი გახდა. თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ და მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ლევან წულაძემ. გენერალური სპონსორობის პერიოდში, ბაზისბანკის მხარდაჭერით, მარჯანიშვილის თეატრს დაგეგმილი აქვს ექვსი პრემიერა. მათ შორის, 18 მაისს გაიმართება, რეჟისორ ქეთევან ხარშილაძე-ასსერის, „სადღაც ამერიკაში“, საპრემიერო სპექტაკლი. თეატრს, წლის განმავლობაში, ასევე დაგეგმილი აქვს რამდენიმე რეგიონალური და საერთაშორისო გასტროლი. “მოხარულები ვართ, რომ დღეს მნიშვნელოვან თანამშრომლობას ვიწყებთ მარჯანიშვილის თეატრთან. ვთვლით, რომ ხელოვნების სხვადასხვა დარგისთვის აუცილებელია ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა, რათა კიდევ მეტად განვითარების შესაძლებლობა მივცეთ ქართულ კულტურას. აღნიშნული თანამშრომლობით კი ჩვენი წვლილი შეგვაქვს საქმეში, რომელიც, დარწმუნებული ვარ, წარმატების მომტანი იქნება როგორც ჩვენთვის, ასევე მარჯანიშვილის თეატრისთვის”. - განაცხადა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)