21:20 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-11 12:38:42, 1004 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონში გამგეობის მიერ ორი ლიფტის რეაბილიტაცია დასრულდა

გლდანის რაიონის გამგეობამ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების“ პროგრამის ფარგლებში, ლიფტების რეაბილიტაცია ექვს მისამართზე დაასრულა, ექვსზე კი - მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გლდანის გამგეობა ავრცელებს. 

უწყების ცნობით, სამუშაოები წლის განმავლობაში კიდევ სხვადასხვა მისამართზე განხორციელდება. ლიფტის სრული რეაბილიტაცია ილორის ქუჩა N22 კორპუსის I და მეხუთე მიკრორაიონის N21 კორპუსის II სადარბაზოებში განხორციელდა. ჯამში, ორივე ლიფტის სამუშაოებისთვის 78 718 ლარი დაიხარჯა. 

აღნიშნული სამუშაოები გამგეობის მიერ 100 % - ით ფინანსდება.

მოდერნიზაციის სამუშაოების შედეგად, სრულად რეაბილიტირდა ლიფტი, შეიცვალა როგორც ლიფტის კაბინა ასევე, მართვის კოლოფი. დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics