|
2022-05-09 16:16:31, 1482 ნახვა
ეკონომიკა
DRIFT PARTY 2022 / Gymkhana Edition-ის გამარჯვებულები
რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე DRIFT PARTY 2022 / Gymkhana Edition-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. შეჯიბრება ორ ნაწილად გაიმართა. პირველ ეტაპზე მოყვარულმა მრბოლელებმა მიიღეს მონაწილეობა, მეორე ნაწილი კი საქართველოს ჩემპიონების ბრძოლას დაეთმო.
შეჯიბრების პირველ ნაწილში თითოეულ მონაწილეს 2 გავლა ჰქონდა, საიდანაც 8 მრბოლელი შეირჩა. ნახევარფინალში თითო გარბენით 4 ფინალისტი გამოვლინდა. საფინალო გარბენში კი თენგო გოგილაშვილმა გაიმარჯვა, რომელსაც საჩუქრად, ფულადი ჯილდო, 5000 ლარი გადაეცა. მეორე და მესამე ადგილები ლაშა ბოსტაშვილმა და გიორგი ბეჟიტაშვილმა დაიკავეს, რომლებსაც სხვადასხვა პრიზები გადაეცათ.
გუგა კირვალიძე, ორგანიზატორი: „დღევანდელ შეჯიბრებაში გავაერთიანეთ ავტომოყვარულები, ვისაც საქართველოში ეს სპორტი აინტერესებს. მონაწილეები გვყავდა როგორც წრიული რბოლიდან, ისე აღმართის დაძლევიდან, პროფესიონალი დრიფტიდან, მონაწილეობდნენ მოყვარულებიც. ყველას მივეცით საშუალება, დრიფტში საკუთარი უნარები გამოევლინათ. ვფიქრობ, ძალიან კარგი შეჯიბრება გამოვიდა და კიდევ ერთხელ ვულოცავ გამარჯვებულებს“. რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე DRIFT PARTY 2022 „თეგეტა ჰოლდინგისა“ და ნავთობკომპანია „გალფის“ მხარდაჭერით გაიმართა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)