|
2022-05-07 16:45:30, 3115 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო - ზმეინის კუნძულის სანაპიროზე კიდევ ერთი რუსული გემი განადგურდა
უკრაინულმა Bayraktar TB2-მა კიდევ ერთი გემი გაანადგურა. სერნას პროექტის რუსული სადესანტო ხომალდი ოკუპირებული ზმეინის კუნძულის სანაპიროზე თავდასხმის შედეგად განადგურდა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს Twitter-ის გვერდზე იტყობინება. სამინისტროს ცნობით, ამ დრომდე არც რუსეთისა და არც უკრაინის სარდლობას აღნიშნულის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. „უკრაინულმა Bayraktar TB2-მა გაანადგურა კიდევ ერთი გემი. ამჯერად, სერნას პროექტის სადესანტო გემი. მიმდინარე წლის 9 მაისს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ტრადიციული აღლუმი ზმეინის კუნძულთან - ზღვის ფსკერზე გაიმართება."- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მოხსენებაში. შეგახსენებთ, რომ 6 მაისს გავრცელდა ინფრომაცია, რომ შავ ზღვაში მყოფ ფრეგატზე, „ადმირალ მაკაროვზე“ უკრაინული თავდასხმა განხორციელდა, რაზეც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის ინფრომაციას არ ფლობდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)