|
2022-05-05 11:17:13, 1165 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალმა“ რეგიონში ობლიგაციების ბაზრის პირველი ინდექსი გამოსცა
„თიბისი კაპიტალმა“ რეგიონში ობლიგაციების ბაზრის პირველი ინდექსი გამოსცა, რომელიც ბაზრის შედეგიანობას ასახავს. არსებული და პოტენციური ინვესტორებისათვის ობლიგაციების ბაზრის მონიტორინგის გამარტივების მიზნით, „თიბისი კაპიტალმა“ 2 ინდექსი შეადგინა. როგორც „თიბისიში“ აცხადებენ, ინდექსები ინვესტორებს საშუალებს მისცემს რეგიონული ობლიგაციების ფასისა და სარგებლიანობის მოძრაობას დააკვირდნენ და მსოფლიოში არსებული სხვა ინდექსების შედეგიანობას შეადარონ. „თიბისი კაპიტალის“ სუვერენული ობლიგაციების ინდექსი რეგიონის 10 ქვეყნის მიერ გამოშვებულ 26 სუვერენულ ევროობლიგაციას ფარავს. თიბისი კაპიტალის კორპორაციული ობლიგაციების ინდექსი კი - რეგიონის კორპორაციების მიერ გამოშვებულ 170 ევროობლიგაციას. 2022 წელს „თიბისი კაპიტალის“ ინდექსის მომგებიანობა შემცირებულია, როგორც რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობის, ასევე დოლარში საპროცენტო განაკვეთების ზრდის მოლოდინის გამო. ამავე მიზეზების გამო, ინდექსის მომგებიანობა ჩამოუვარდება მსოფლიოში ობლიგაციების ბაზრის სხვა ინდექსების მომგებიანობას. ინდექსების მომგებიანობას „თიბისი კაპიტალი“ ყოველკვირეულად დაინაგარიშებს და 2 კვირაში ერთხელ, რეგიონული ობლიგაციების ბაზრის განახლებული რეპორტის საშუალებით გამოაქვეყნებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. „თიბისი კაპიტალის“ რეგიონული ობლიგაციების ბაზრის უახლეს რეპორტს გაეცანით ბმულზე.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)