|
2022-05-04 13:24:35, 1156 ნახვა
საზოგადოება
კრწანისის ტყეპარკში პროექტის „საქართველოს წითელი ნუსხის განახლება“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, პროექტი „საქართველოს წითელი ნუსხის განახლება“ მიმდინარეობს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) თანამშრომლობით, გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგების პრეზენტაცია კრწანისის ტყეპარკში გაიმართა. „2020 წელს დაწყებული პროექტის ფარგლებში, მეცნიერთა ჯგუფების მიერ პირველად განახლდა საქართველოს ,,წითელი ნუსხა”, დამუშავდა მრავალი წლის განმავლობაში შექმნილი სტატისტიკური და სამეცნიერო ინფორმაცია. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ასობით სახეობის საკონსერვაციო სტატუსი განახლდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქმედი ,,წითელი ნუსხა” 2006 წელს დამტკიცდა და მას შემდეგ მისი გადახედვა/განახლება არ მომხდარა. განახლებული ინფორმაცია საფუძვლად უნდა დაედოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებულ ბიომრავალფეროვნების კანონის აღსრულებას, ევროკავშირთან ასოცირებით ნაკისრი ვალდებულებების დანერგვას და სახეობათა დაცვასა და მდგრად მართვას სრულიად განსხვავებული, საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიის მიხედვით. ამ ეტაპზე, ბიომრავალფეროვნების კანონის პროექტი მთავრობაზე წარსადგენად მზადაა. ბიომრავალფეროვნების კანონის დამტკიცების შემდგომ, სახეობების კლასიფიკაციის და დაცვის განსხვავებული მექანიზმები დაინერგება, რომელიც შესაბამისობაშია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) ინსტრუქციებთან. ღონისძიებას სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის და სამეცნიერო წრეების წარმომადგენელები ესწრებოდნენ“,- აღნიშნავენ უწყებაში.
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)