16:03 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-02 16:22:13, 1723 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის საგარეო - ლავროვის განცხადება არის აღმაშფოთებელი და მიუტევებელი, მცდარი ისტორიული წარმოდგენით

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი ახსნა-განმარტებით საუბარზე დაიბარა. მინისტრმა იაირ ლაპიდმა აღნიშნა, რომ ლავროვის ეს სიტყვები "უპატიებელი, აღმაშფოთებელი და უხეში ისტორიული შეცდომა" იყო.

მინისტრის თქმით, ისრაელი ლავროვისგან ბოდიშს ელოდება და რუსეთის ელჩს საგარეო საქმეთა სამინისტროში იბარებს.

„ლავროვის შენიშვნები არის აღმაშფოთებელი და მიუტევებელი განცხადება, ასევე საშინელი ისტორიული მცდარი წარმოდგენა. ებრაელებს თავი არ მოუკვლათ ჰოლოკოსტის დროს. ებრაელთა წინააღმდეგ რასიზმის ყველაზე დაბალი დონე არის თავად ებრაელების დადანაშაულება ანტისემიტიზმში,“ -  წერს ლაპიდი Twitter-ზე.

გარდა ამისა, სერგეი ლავროვის სიტყვები ისრაელის სხვა პოლიტიკოსებმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა დაგმეს, მათ შორის იად ვაშემის ჰოლოკოსტის მემორიალის თავმჯდომარემ დანი დაიანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ლავროვი „მსხვერპლს კრიმინალად აქცევს, სრულიად ცრუ მტკიცებით, რომ ჰიტლერი წარმოშობით ებრაელი იყო“.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იტალიურ ტელეკომპანია Mediaset-ის ინტერვიუს დროს, შეკითვაზე თუ როგორ შეესაბამება უკრაინის „ნაციფიკაციის“ ბრალდებები იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ებრაელია პასუხობს, რომ "ყველაზე თავგამოდებული ანტისემიტები, როგორც წესი, ებრაელები არიან". 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics