12:28 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-29 17:53:01, 1719 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან 88.5 მილიონი ევროს საგრანტო დახმარება მიიღო

 უკრაინამ მსოფლიო ბანკის დონორთა ნდობის ფონდიდან 88,5 მილიონი ევროს საგრანტო დახმარება მიიღო. ამის შესახებ განცხადება უკრაინის ფინანსთა სამინისტრომ გაავრცელა.

სამინისტროს ცნობით, მიღებული გრანტი  სოციალური, ჰუმანიტარული და ჯანდაცვის ხარჯების უზრუნველყოფას მოხმარდება. გათვალისწინებულია  იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერა.

„დღეს უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტის გენერალურმა ფონდმა მიიღო 88,5 მილიონი ევროს გრანტი. ეს თანხები მსოფლიო ბანკმა გადაუხდელად გამოიტანა დონორთა ნდობის ფონდიდან უკრაინის ეკონომიკური აღდგენის განვითარების პოლიტიკის მეორე პროგრამის ფარგლებში“, - ნათქვამია უკრაინის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

როგორც ცნობილია, შესაბამისი ხელშეკრულება უკრაინასა და მსოფლიო ბანკს შორის 2022 წლის 21 აპრილს გაფორმდა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო?
მოსკოვისკენ 600-ზე მეტი დრონი მიფრინავდა: დედაქალაქის ყველა აეროპორტი დაიხურა
კობახიძემ საგანგებო ბრიფინგი ერეკლე მეორეზე სალაპარაკოდ გამართა
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics