13:50 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-29 17:27:36, 2558 ნახვა

ომი უკრაინაში
აზოვის პოლკმა მარიუპოლში 1157-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი გაანადგურა

აზოვის პოლკის მებრძოლებმა ქალაქ მარიუპოლში  1157-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი მოკლეს და რუსული სამხედრო მანქანების დიდი რაოდენობა გაანადგურეს.ამის შესახებ აზოვის მებრძოლები Telegram- ზე გავრცელებულ მიმართვაში საუბრობენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ დაბომბვისა და საზღვაო არტილერიის შეტევის მიუხედავად,მარიუპოლის დამცველები მტერსა და მთელს უკრაინას შორის დგანან.

„ოკუპანტების სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან, აზოვის პოლკმა დადასტურებული მონაცემებით გაანადგურა 1157  ჯარისკაცი ( კიდევ 840 ჯარისკაცის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არის დადასტურებული)“, - ვკითხულობთ აზოვის პოლკის მიერ გავრცელებულ წერილში.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 1000 მშვიდობიანი მოქალაქე და უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის დაახლოებით 500 დაჭრილი, მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის ქარხანაში იმყოფება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics