11:32 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-29 10:35:10, 1494 ნახვა

ომი უკრაინაში
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინას 1900-ზე მეტი სარაკეტო დარტყმა მიაყენა

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ რუსეთმა, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინის წინააღმდეგ 1900-ზე მეტი სარაკეტო დარტყმა განახორციელა. ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელი გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სარაკეტო დარყმები ძირითადად მიმართული იყო ქალაქ მარიუპოლზე და ოკუპირებულ დონბასის ტერიტორიებზე. 

„შეჭრის დაწყებიდან დღემდე განხორციელდა 1900-ზე მეტი რაკეტის გაშვება. რაკეტების უმეტესობა და, გულწრფელად რომ ვთქვათ, უკრაინის წინააღმდეგ თვითმფრინავების დარტყმები კვლავ მარიუპოლზე და გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში, ძირითადად, დონბასში მოდის. " - ამბობს პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენელი. 

მან ასევე აღნიშნა, რომ თითქმის ყველა საჰაერო თავდასხმა ხორციელდება რუსული საჰაერო ბაზებიდან.

”ისინი არ აფრინდებიან და არ დაეშვებიან უკრაინაში. მე ვგულისხმობ, რომ შესაძლოა სამხრეთში ზოგჯერ ახერხებდნენ ამის გაკეთებას, მაგრამ მათი უმეტესობა მოდის რუსეთიდან და შემდეგ ბრუნდება რუსეთის აეროდრომებზე. იგივე ეხება სარაკეტო დარტყმებს. დანადგარები განლაგებულია რუსეთის ტერიტორიაზე“, - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. 

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics