11:33 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-28 10:51:37, 1538 ნახვა

ომი უკრაინაში
პუტინი დასავლეთს - თუ ვინმე აპირებს ჩაერიოს მიმდინარე მოვლენებში, უნდა იცოდეს, რომ ჩვენი საპასუხო დარტყმები ელვისებური იქნება

იმ შემთვევაში თუ დასავლეთის ქვეყნები უკრაინასთან დაკავშირებულ საკითებში ჩაერევიან, რუსეთი მათზე საპასუხო დარტყმებს ელვისებური სისწრაფით მიიტანს,- ამის შესახებ სანქტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენმა ვლადიმერ პუტინმა დეპუტატებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პუტინმა აღნიშნა, რომ აშშ-მ უნდა შეწყვიტოს იარაღის გაგზავნა უკრაინაში, ვინაიდან დასავლეთის ასეთი ქმედება უფრო მეტად აძლიერებს კონფლიქტს.

მისივე თქმით, დასავლეთს სურდა რუსეთის დაყოფა სხვადასხვა ნაწილად. ამიტომ პუტინმა  რუსეთთან კონფლიქტში უკრაინა დაადანაშაულა.

„თუ ვინმე აპირებს ჩაერიოს მიმდინარე მოვლენებში და ჩვენთვის მიუღებელი სტრატეგიული საფრთხეები შეუქმნას რუსეთს, მან უნდა იცოდეს, რომ ჩვენი საპასუხო დარტყმები ელვისებური იქნება,“- განაცხადა პუტინმა.

გარდა ამისა მან ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნულისთვის რუსეთს ყველა საჭირო იარაღი აქვს, რასაც ახლა ვერავინ დაიკვეხნის. შესაბამისად არც თავად დააყოვნებს ფიქრს იმაზე, გამოიყენებს თუ არა.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე სხვადასხვა მიმართულებიდან დაიწყეს შეტევა.

დასავლეთის ქვეყნებმა კი რუსეთის ამ ქმედებას სანქციებითა და იარაღის უკრაინისათვის მიწოდებით უპასუხეს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics