11:33 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-28 10:18:41, 1578 ნახვა

ომი უკრაინაში
ოპერატიული სარდლობის პრესმდივანი - რუსი დამპყრობლები მზად არიან უკრაინას შავი ზღვიდან დაარტყან

შავ ზღვაში რუსული გემები მზადყოფნაში რჩებიან უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმის განსახორციელებლად, -  ამის შესახებ " სამხრეთის" ოპერატიული სარდლობის პრესმდივანმა ვლადისლავ ნაზაროვმა განაცხადა.

მისივე თქმით, შავი ზღვის ოპერაციულ ზონაში რუსული ფლოტის გემების დაჯგუფებაში წყალქვეშა ნავებიც შედის.

„შავი ზღვის ოპერაციულ ზონაში რუსული ფლოტის საზღვაო დაჯგუფება წყალქვეშა ნავებით მზადაა უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმისთვის“, - ნათქვამია მოხსენებაში.

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics