|
2022-04-27 21:17:32, 1233 ნახვა
ეკონომიკა
შემოსავლების სამსახურმა APA-ს პროგრამისადმი მიძღვნილ კონფერენციას უმასპინძლა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა „საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებთან დაკავშირებული წინასწარი შეთანხმების“ (APA) პროგრამისადმი მიძღვნილ კონფერენციას უმასპინძლა. - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსათა სამინისტრო ავრცელებს. მათივე თქმით, აღნიშნული ფორუმის მიზანია დაინტერესებულ პირებს მიეწოდოს ვრცელი ინფორმაცია APA-ს პროგრამის დანერგვის მიმართულებით, შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შესახებ, ასევე გადასახადის გადამხდელებს განემარტოს პროგრამაში ჩართვის უპირატესობები და პასუხი გაეცეს მათთვის აქტუალურ შეკითხვებს. ,,საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებთან დაკავშირებული წინასწარი შეთანხმება“ (APA) წარმოადგენს საერთაშორისო ინსტრუმენტს, რომელიც შემუშავებულია საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებთან დაკავშირებული დავების თავიდან ასაცილებლად. შეთანხმების მიზანია წინასწარ განისაზღვროს შეფასების ის მეთოდები და მიდგომები, რომლებსაც დაბეგვრის მექანიზმებისთვის გამოიყენებს საგადასახადო ორგანო. დოკუმენტი, რომელიც განკუთვნილია საერთაშორისო კონტროლირებადი ოპერაციების განმახორციელებელი კომპანიებისთვის, ქმნის ხელსაყრელ პირობას კომპლექსური საკითხების ეფექტიანად მოსაგვარებლად. ამასთან, შეთანხმება სთავაზობს გადასახადის გადამხდელებს ღია თანამშრომლობას და ზრდის სანდოობას საგადასახადო ორგანოს მიერ, გამოყენებული დაბეგვრის მეთოდების მიმართ. კონფერენცია გახსნა და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ. შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ უწყებას 7 წლიანი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს OECD-თან და დღევანდელი კონფერენცია წარმოადგენს რიგით მე-3 ტექნიკური დახმარების პროექტის დაწყებას. ,,კონფერენციის ფარგლებში განხორციელდება კიდევ ერთი ახალი ტექნიკური დახმარების პროექტი, რომელშიც ჩართულები არიან გამოცდილი იტალიელი ექსპერტები. ისინი უშუალო დახმარებას გაუწევენ ჩვენ კოლეგებს, რათა ერთდროულად,წარმატებით გავართვათ თავი საგადასახადო სფეროში არსებულ გამოწვევებს“,- განაცხადა ლევან კაკავამ. ღონისძიებაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) პროექტის - ,,გლობალური თანამშრომლობა და განვითარება“ სამმართველოს უფროსმა ბენ დიკინსონმა, ასევე OECD-ის ,,საგადასახადო ინსპექტორები საზღვრებს გარეშე“ (TIWB) პროგრამის სამდივნოს ხელმძღვანელმა რუსუდან კემულარიამდა იტალიის საგადასახადო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ვალერიო ბარბანტინიმ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)