14:38 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-27 13:07:20, 1305 ნახვა

მსოფლიო
ნიდერლანდები რუსეთის მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი ვიზების გაცემას აჩერებს

27 აპრილიდან, ნიდერლანდები რუსეთის მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი ვიზების გაცემას აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთში ნიდერლანდების საელჩო ავრცელებს.

როგორც ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს საკონსულო განყოფილების თანამშრომლების პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო იძულებული გახდა, 2022 წლის 27 აპრილიდან შეეჩერებინა მოკლევადიანი ვიზების გაცემა. 

რუსებს კვლავ შეეძლებათ მიმართონ ვიზებს ჰუმანიტარული მიზეზებისა ან დროებით ბინადრობის ნებართვას უფლების გამო. 

შეგახსენებთ, რომ აპრილში ნიდერლანდებიდან 18 რუსი დიპლომატი გააძევა, საპასუხოდ 19 აპრილს, რუსეთმა ნიდერლანდების საკონსულოს 14 და საელჩოს 1 თანამშრომელი პერსონა ნონ გრნტად გამოაცხადა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხაელ როთი ყაველაშვილის ირანში ჩასვლაზე – სირცხვილი! საწყალი საქართველო
ავალიანის საქმეზე ბრალდებულ გიორგი მალანიას პატიმრობა შეეფარდა
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics