10:34 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-26 10:35:13, 2412 ნახვა

ომი უკრაინაში
ოლექსი არესტოვიჩი - რუსეთის ქალაქებში მასიური ხანძრები პარტიზანული ომის დაწყების მტკიცებულებაა

რუსეთის ქალაქებში მასიური ხანძრები შეიძლება პარტიზანული ომის დაწყების მტკიცებულება იყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა Feigin Live-თან ინტერვიუში განაცხადა.

არესტოვიჩის თქმით, ბოლო დროს რუსეთში თავდასხმები სამხედრო აღრიცხვის ოფისებზე ხდება რაც, შესაძლოა პარტიზანული ომის დაწყებაზე მიუთითებდეს.

„უცნობია რა ხდება ახლა რუსეთში. უსურიისკში სამხედრო ბაზა იწვის, სამხედრო აღრიცხვსი ოფისები, სამხედრო უნივერსიტეტები, რამდენიმე საწყობი, გუბერნატორების სახლები. მაქვს განცდა, რომ რუსეთში პარტიზანული ომი დაიწყო,“ - აღნიშნა არესტოვიჩმა.

გარდა ამისა არესტოვიჩმა აღნიშნა ისიც, რომ სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისებში ახალწვეულებისა და რეზერვისტების პერსონალური მონაცემები ინახება.

შეგახსენებთ, რომ 25 აპრილის ღამეს რუსეთის ქალაქ ბრაიანსკში ნავთობის საცავს ცეცხლი გაუჩნდ, რომლის ლოკალიზებაც ჯერ კიდევ არ დასრულებულა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - თემაში ჩვენი არა კეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან პარტია ემორჩილებაო
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში არსებული სიტუაციით კმაყოფილია
ალბანეთში კუშნერი-ტრამპის კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ანტიკორუფციულ მოძრაობაში გადაიზრდა
საქართველოში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics