08:56 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-25 10:00:07, 2155 ნახვა

ომი უკრაინაში
ვლადიმერ პუტინს ჯო ბაიდენთან შეხვედრა სურს და იმედოვნებს, რომ აშშ-სთან „პირდაპირ დიალოგს“ განაახლებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ რუსეთის ფედერაცია და შეერთებული შტატები „პირდაპირ დიალოგს“ განაახლებს.  ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო RBC იტყობინება. 

გამოცემის ცნობით, ოკუპანტი ქვეყნის ლიდერმა გამოთქვა სურვილი, რომ მომავალ კვირას, აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ჟენევაში შეხვდება. იგი ასევე მოელის, რომ „შექმნას მექანიზმები“ ურთიერთქმედების სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორისაა სტრატეგიული სტაბილურობა, რეგიონული კონფლიქტების მოგვარება, გლობალური ეკოლოგია, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობა.

„[მოგვიწევს] აღვადგინოთ ჩვენი პირადი კონტაქტები, ურთიერთობები, დავამყაროთ პირდაპირი დიალოგი, შევქმნათ რეალურად მოქმედი მექანიზმები იმ სფეროებში, რომლებიც წარმოადგენს ორმხრივ ინტერესებს – ასეთი არსებობს, ამაზე უკვე ვისაუბრე“, - განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, პუტინსა და ბაიდენს ჰქონდათ სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც აშშ-ს პრეზიდენტმა შესთავაზა პირადად შეხვედროდნენ, რასაც რუსული მხარე დათანხმდა. შედეგად, სახელმწიფოს მეთაურთა შეხვედრის ადგილად ჟენევა აირჩიეს. სამიტი 16 ივნისს არის დაგეგმილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics