|
2022-04-22 11:15:53, 1456 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ლაშა ხუციშვილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა. - ამის შესახებ, ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) ვიცე-პრეზიდენტს, ალისია ფილიპს მანდავილს შეხვდა. ფინანსთა მინისტრმა MCC ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელსაც აშშ-ის მთავრობა, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია უწევს საქართველოს სხვადასხვა სექტორის რეფორმირების პროცესში. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, განსაკუთრებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ჩართულობა განათლების რეფორმის მიმართულებით, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის შემცირების ხელშეწყობისთვის. აღსანიშნავია, რომ MCC-ის 140 მილიონი დოლარის ოდენობის მეორე კომპაქტი, გახდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტიცია საქართველოს განათლების სექტორში. ქართულმა მხარემ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია ახლახან, საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის, ხელმოწერილ შეთანხმებაზე, რომელიც ადამიანური კაპიტალის პროგრამისთვის 400 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს. ყურადღება გამახვილდა იმ ღონისძიებებზე, რომლებიც ქვეყანაში დონორების მხარდაჭერით გადაიდგა ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და საქართველოს ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე, ასევე, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მიესალმა MCC-სა და საქართველოს შორის, ახალი პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობას, რომელიც მიმართული იქნება ქვეყნის განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის დღის წესრიგის მხარდაჭერისკენ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)