08:04 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-22 10:27:23, 2252 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვა - პუტინი და შოიგუ უკრაინელების გაგზავნას ციმბირის საკონცენტრაციო ბანაკებში გეგმავდნენ

ვლადიმერ პუტინი და რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ უკრაინელების გაგზავნას დასავლეთ ციმბირში მდებარე საკონცენტრაციო ბანაკებში გეგმავდნენ. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

დანილოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ პუტინმა რუსეთის უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან ერთად მიიღო.

„დასავლეთ ციმბირში პუტინი და შოიგუ გეგმავდნენ უკრაინელებისთვის საკონცენტრაციო ბანაკების შექმნას, ახალი ქალაქების ასაგებად. მათი ამოცანაა უკრაინის კოლონიზაცია, ჩვენი ქვეყანისა და ჩვენი ერის განადგურება,“- განაცხადა დანილოვმა.

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თქმით, ომი არ დასრულდება, ვიდრე ოკუპანტები არ განიდევნებიან უკრაინის მთელი ტერიტორიიდან, მათ შორის ყირიმიდან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics