|
2022-04-21 19:17:08, 1627 ნახვა
ომი უკრაინაში
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენ რუსეთის სამხედრო მანქანაზე ზეწოლას კიდევ უფრო გავაძლიერებთ
ჩვენ რუსეთის სამხედრო მანქანაზე ზეწოლას კიდევ უფრო გავაძლიერებთ. - ამის შესახებ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა. მისივე თქმით, ისინი კვლავ დაემხარებიან უკრაინას, რადგან მამაცი უკრაინელი ჯარისკაცები ასევე იცავენ ჩვენი, ევროპელების მშვიდობასა და თავისუფლებას. " ევროკავშირი რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებას იქამდე არ შეაჩერებს, სანამ პუტინის ჯარი ცეცხლს არ შეწყვეტს და რუსული არმია უკრაინის ტერიტორიას არ დატოვებს. ჩვენ რუსეთის სამხედრო მანქანაზე ზეწოლას კიდევ უფრო გავაძლიერებთ და ამავე დროს, რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინას იარაღითა და შესაბამისი აღჭურვილობით დავეხმაროთ, რადგან ცხადად ჩანს, რომ მამაცი უკრაინელი ჯარისკაცები ასევე იცავენ ჩვენი, ევროპელების მშვიდობასა და თავისუფლებას. სამწუხაროდ, გერმანიას უკრაინისთვის ყველა იმ იარაღის მიწოდება არ შეუძლია, რაც მათ სჭირდებათ, თუმცა ოფიციალური ბერლინი მათთვის თანხის გამოყოფას უზრუნველყოფს იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად. ჩვენ მათ დასახმარებლად ყველაფერს ვაკეთებთ." - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინას ომი 2022 წლის 24 თებერვალს გამოუცხადა, მას შემდეგ, რაც ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთმა თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარება მოყვა. 24 თებერვლიდან დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა ომს მათ შორის ქალებისა და ბავშვების.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)