|
2022-04-20 10:32:34, 2544 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - წვდომა რომ გვქონდეს ყველა იმ იარაღზე, რომელიც პირველ კვირაში გვჭირდებოდა, ომს უკვე დავასრულებდით
უკრაინას რომ ყველა საჭირო იარაღზე წვდომა ჰქონდეს, რომელიც მას სჭირდება და რომელიც შეედრება რუსეთის ფედერაციის მიერ გამოყენებულ იარაღს, მაშინ ეს ომი უკვე დაასრულებული იქნებოდა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სათანადო შეიარაღების შემთხვევაში ქვეყნის სამხედრო ძალები უკვე გაათავისუფლებდნენ ტერიტორიას და დააბრუნებდნენ მშვიდობას, რადგან მათი უპირატესობა ტაქტიკაში და სიბრძნეში აშკარაა. ამასთან ერთად, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ უკრაინის პარტნიორებს აქვთ ის საბრძოლო მასალა, რომელიც ახლა ქვეყანას სჭირდება, მათი მორალური მოვალეობაა დაეხმარონ თავისუფლების დაცვას და ათასობით უკრაინელის სიცოცხლის გადარჩენას. „ჩვენ რომ მიგვეღო ის, რასაც ახლა ვიღებთ, ომის პირველ კვირაში, სარგებელი უკრაინისთვის და თავისუფლებისთვის ევროპაში უფრო დიდი იქნებოდა. და თუ ახლავე მივიღებთ იმას, რის გადმოცემასაც გეგმავს ზოგიერთი პარტნიორი უახლოეს კვირებში, ეს გადაარჩენს ათასობით, ათასობით ადამიანის სიცოცხლეს. ნებისმიერი შეფერხება იწვევს იმ ფაქტს, რომ ოკუპანტებს მეტი უკრაინელი ხალხის მოკვლის შესაძლებლობა უჩნდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მსოფლიო ლიდერებს მიმართა და მოუწოდა, რომ მიებაძათ აშშ-სთვის და გაეზარდათ უკრაინაში იარაღის მიწოდება.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)