|
2022-04-19 12:18:33, 1508 ნახვა
სამხედრო
„ძლიერთა თამაშებზე“ საქართველოს ნაკრებმა დამატებით ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა
ჰააგაში მიმდინარე „ძლიერთა თამაშებში“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდმა მორიგი გამარჯვებები მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით,გუნდის ჯილდოებს ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები შეემატა. მჯდომარე ფრენბურთში საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა. ალექსი ბერუაშვილმა კი გუნდს კიდევ ერთი ჯილდო მოუტანა და ორი ოქროს შემდეგ, 100 მეტრიან დისტანციაზე მორბენალთა შეჯიბრში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ასევე, 100 მეტრიან ეტლით რბოლაში ბრინჯაოს მედალი მიიღო ახმედ საფაროვმა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდი „ძლიერთა თამაშებში“ წარმატებით ასპარეზობს. ალექსი ბერუაშვილმა ორი ოქროს მედალი მოიპოვა 1500 და 200 მეტრ მანძილზე სირბილში. ბრინჯაოს მედლები მიიღეს მურთაზ ოსეფაიშვილმა და ონისე ჯუღელმა ლენდროვერ ჩელენჯში. დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების 20-კაციანი ჯგუფი მონაწილეობს სპორტის სხვადასხვა სახეობაში: მჯდომარე ფრენბურთი, მშვილდოსნობა, ცურვა, ძალოსნობა, მძლეოსნობა, პარაკალათბურთი, ნიჩბოსნობა სავარჯიშო მოწყობილობაზე და ლენდროვერის შეჯიბრი. აღსანიშნავია, რომ ჰააგაში იმყოფება საქართველოს თავდაცვის მინისტრი, რომელიც ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს გულშემატკივრობს. „ძლიერთა თამაშები“ (Invictus Games) გაერთიანებული სამეფოს სასექსის ჰერცოგის (პრინცი ჰარის) პატრონაჟით 2014 წლიდან სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. წელს ტურნირს ნიდერლანდების სამეფო მასპინძლობს. თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებულთაგუნდმა სპორტულ ასპარეზობებში ოთხჯერ მიიღო მონაწილეობა და დიდ წარმატებებს მიაღწია.
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)