|
2022-04-18 15:49:40, 1599 ნახვა
ომი უკრაინაში
რამზან კადიროვი - კრემლმა უარი თქვას უკრაინასთან მოლაპარაკებაზე
კრემლმა უარი თქვას უკრაინასთან მოლაპარაკებაზე - აღნიშულ განცხადებას ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ხელმძღვანელი რამზან კადიროვი ავრცელებს . მისივე თქმით,უნდა განადგურდეს ყველა ბანდერლოგი და შემდეგ ჩატარდეს ისეთი რეფერენდუმი, როგორც მის რესპუბლიკაში. "ჩვენო პოლიტიკოსებო, პოლიტოლოგებო, ბატონო მომლაპარაკებლებო, ნუ საუბრობთ მოლაპარაკებაზე. მოლაპარაკება შეიძლება ვინმესთან აწარმოო, იქ (უკრაინაში) კი არავისთან შეიძლება მოლაპარაკების გამართვა. ჩვენ, მეომრები, წინააღმდეგი ვართ მოლაპარაკების", - აცხადებს ჩეჩნეთის ხელმძღვანელი "ტელეგრამის" არხით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში. ცნობისთვის, რამზან კადიროვმა გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი, რომელმაც განაცხადა, რომ არ მიიჩნევს მოღალატეებად და "მეხუთე კოლონად" იმ ადამიანებს, რომლებმაც უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდეგ დატოვეს რუსეთი. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა, 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. რუსეთის აგრესიულ ქმედებებს უკრაინაში არაერთი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა .
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)