|
2022-04-18 10:11:29, 1503 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - ოკუპანტები უკრაინის სამხრეთში წამების ოთახებს აშენებენ, ადგილობრივებს იტაცებენ და ადამიანები შიმშილამდე მიჰყავთ
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსი ოკუპანტები ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების "წამების ოთახებს" აშენებენ, იტაცებენ ადგილობრივი თემის წარმომადგენლებს და ტერიტორიას რუბლის ზონაში გადასცემენ. როგორც ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, ეს ყველაფერი დასავლეთის ქვეყნების მხრიდან უფრო მეტ სიჩქარეს მოითხოვს სანქციების ახალი მძლავრი პაკეტის მომზადების კუთხით. „დემოკრატიულმა სამყარომ ასევე უნდა უპასუხოს იმას, რასაც ოკუპანტები აკეთებენ უკრაინის სამხრეთში - ხერსონისა და ზაპოროჟიეს რაიონებში. იქ შენდება წამების ოთახები. იტაცებენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და ყველას, ვინც ადგილობრივი თემებისთვის თვალსაჩინოა. “ - განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, ოკუპანტები ასევე აშანტაჟებენ მასწავლებლებს, იპარავენ პენსიების გადასახდელ ფულს, ბლოკავენ და იპარავენ ჰუმანიტარულ დახმარებას და ადამიანებს შიმშილამდე მიჰყავთ. „ოკუპანტები ე.წ „დპრ“ და „ლპრ“-ის მაგალითზე ხერსონისა და ზაპოროჟიის ოლქების მოწყვეტას ცდილობენ, ამ ტერიტორიას რუბლის ზონაში გადასცემენ და რუსეთის ადმინისტრაციულ მანქანას ექვემდებარებიან. ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების რუბლის ოკუპაციის მცდელობაზე პასუხი უნდა იყოს რუსეთის საბანკო და ფინანსური სისტემების სრული დაფარვა სანქციებით. რადგან ისინი საოკუპაციო მანქანის ნაწილია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)