|
2022-04-16 09:58:53, 1593 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიო უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს
მსოფლიო მზად უნდა იყოს იმ შესაძლებლობისთვის, რომ რუსეთმა შესაძლოა გამოიყენოს ბირთვული იარაღი უკრაინაში, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ამერიკულ ტელეარხ CNN-თან ინტერვიუში. მან ეს განცხადება გააკეთა კითხვაზე, შეშფოთებულია თუ არა CIA-ს დირექტორის უილიამ ბერნსის სიტყვებით, რომ რუსეთს შეეძლო ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინაში შეჭრის დროს. „არა მხოლოდ მე, მთელი მსოფლიო, ყველა ქვეყანა უნდა იყოს შეშფოთებული, რადგან ეს შეიძლება არ იყოს რეალური ინფორმაცია, მაგრამ შეიძლება სიმართლე აღმოჩნდეს. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, არ გვეშინოდეს, მაგრამ ვიყოთ მზად. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ უკრაინის საკითხი, ვფიქრობ, მთელი მსოფლიოსთვის საგანგაშოა ინფორმაცია”. - განაცხადა ზელენსკიმ. მანამდე CIA-ს ხელმძღვანელმა უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. მისი აზრით, ეს შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმედგაცრუებული იქნება უკრაინის წინააღმდეგ ომში გამარჯვების მიღწევაში.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)