04:30 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-14 20:40:45, 2885 ნახვა

ომი უკრაინაში
უმაღლესმა რადამ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, გენოციდად აღიარა

უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთისა და მისი არმიის მიერ ჩადენილი ქმედებები უკრაინაში, უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. 363-მა სახალხო დეპუტატმა მხარი დაუჭირა შესაბამის რეზოლუციას „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის გენოციდის შესახებ“.

რეზოლუციაში მათ ასევე მოუწოდეს საერთაშორისო თანამეგობრობას დაგმოს რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები.

უკრაინელი დეპუტატების თქმით, ეს რეზოლუცია უკრაინაში რუსეთისა და მისი არმიის დანაშაულების საერთაშორისო სამართლებრივი შეფასების დასაწყისია.

გათავისუფლების შემდეგ უკრაინელებმა სოფელ ბუჩაში არაერთი საერთო საფლავი აღმოაჩინეს. ბოლო მონაცემებით, ნაპოვნია 400-ზე მეტი მოქალაქის ცხედარი. ოკუპანტები ბლოკავენ ჰუმანიტარულ დერეფნებსაც, რომლითაც მოსახლეობას საკვები და წყალი მიეწოდებათ. ასევე, ესვრიან მოქალაქეებს, რომლებიც ევაკუაციას ცდილობენ. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics