|
2022-04-14 12:13:59, 1919 ნახვა
ომი უკრაინაში
საფრანგეთის თავდაცვა ვარაუდობს, რომ რუსი ოკუპანტები დონბასის აღებას უახლოეს 10 დღეში ეცდებიან
რუსეთის ჯარები ემზადებიან უახლოეს დღეებში აღმოსავლეთ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეტევისთვის. ოკუპანტებმა შესაძლოა დონბასის აღება უახლოეს 10 დღეში სცადონ, - ამის შესახებ CNN წერს. გამოცემის თანახმად, საფრანგეთის სამხედრო შტაბის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პოლკოვნის პასკალ ლანმა განაცხადა, რომ რუსული ჯარები აპირებენ დონეცკისას და ლუგანსკის რეგიონების აღებას ან თუნდაც დნეპრისკენ წინსვლას. „მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, შესაძლოა, დაახლოებით 10 დღის ვადაში, რუსეთმა განაახლოს ძალისხმევა აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დასაპყრობად. მათ შესაძლოა დნეპრისკენაც მიიწიონ, თუ ეს შესაძლებელი გახდება“, - განაცხადა ლანმა. მისი თქმით, რუსული ჯარები ახორციელებენ საჰაერო დაბომბვეს არა მხოლოდ „უკრაინის თავდაცვის სისტემის თანმიმდევრულობის შესუსტების, არამედ უკრაინის ლოჯისტიკური მოძრაობისა და პოტენციალის ჩამოშლის მიზნით“, რაც ხსნის გზას, რომ დნეპროს აეროპორტი სრულად განადგურდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ „ამ ეტაპზე, აღმოსავლეთ ფრონტზე რუსული ჯარების ტერიტორიული მიღწევების კუთხით, მნიშვნელოვანი წინსვლა არ მომხდარა“.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)