|
2022-04-13 18:28:49, 3725 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის მოქალაქე არაა, საერთო არაფერი აქვს სპეცოპერაციასთან - კრემლი ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლაზე უარს ამბობს
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი ვერ ხედავს ოპოზიციონერი უკრაინელი პოლიტიკოსის ვიქტორ მედვედჩუკის დატყვევებულ უკრაინელ სამხედროებზე გაცვლის შესაძლებლობას. პესკოვის თქმით, მედვედჩუკი რუსეთის მოქალაქე არაა, საერთო არაფერი აქვს სპეცოპერაციასთან. "რაც შეეხება გაცვლას, რომელზეც კიევის სხვადასხვა ფიგურები ასეთი ხალისით, ხალისით და ხალისით საუბრობდნენ, მედვედჩუკი არ არის რუსეთის მოქალაქე, მას არაფერი აქვს საერთო სპეცოპერაციასთან. ის არის საგარეო პოლიტიკური ფიგურა", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი პესკოვმა. შეგახსენებთ, უკრაინის გენერალური პროკურატურა მედვედჩუკს სახელმწიფოს ღალატსა და ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობაში დახმარებაში ადანაშაულებს მას შინაპატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. მოგვიანებით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ტერიტორიაზე მედვედჩუკის დაკავების შესახებ განაცხადა. უკრიანის პრეზიდენტმა კრემლს ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლა შესთავაზა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)