|
2022-04-13 18:08:44, 1921 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის 3 თვის შედეგები შეაჯამა
კასპის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დახმარების გამცემი სამუშაო ჯგუფის მიერ, მიმდინარე წლის 3 თვის განმავლობაში სოციალური პროგრამის ფარგლებში გაწეული დახმარების შედეგები შეჯამდა. - ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიცპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, 2022 წლის 3 თვეში მერიის სოციალური პროგრამით 452 869 ლარის ფარგლებში მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა 1 121 მოქალაქემ ისარგებლა. მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვადასხვა კატეგორიის დაავადების მქონე მოქალაქეებს, საშუალება აქვთ ისარგებლონ მერიის ყოველწიური სოციალური პროგრამის 34 მუხლის დახმარებით, რომლის რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2022 წელს დამატებულია ახალი მუხლი ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დახმარება. „2022 წლის სოციალური პროგრამის ბიუჯეტი განსაზღვრულია 1 050 000 ლარის ოდენობით, თუმცა საჭიროების შემთხვევაში საკრებულოს გადაწყვეტილებით დაფინანსება იზრდება წლის ბოლომდე, რათა პროგრამით გათვალისწინებული დახმარება ყველა პაციენტმა მიიღოს. საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა მერიის ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია“ - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა ზურაბ კოპაძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)