|
2022-04-12 14:57:31, 2017 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი ლიეტუვის პარლამენტს - ოკუპანტები ჩვილებსაც კი აუპატიურებენ, საშინელებაა, მაგრამ კი, ეს ასეა
უკრაინაში, რუსი ოკუპანტების მიერ ადამიანთა გაუპატიურების უკვე ასობით შემთხვევა დაფიქსირდა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლიეტუვის პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. "უკრაინის ზოგიერთ რეგიონში კვლავ გრძელდება გამოძიება რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების აღრიცხვაზე. თითქმის ყოველდღიურად ხდება დაღუპულთა აღმოჩენა. ათასობით მსხვერპლი, ასობით სასტიკი წამების შემთხვევა. გვამების აღმოჩენა ხდება კანალიზაციის ჭებსა და სარდაფებში. ასევე არის სოფლები, სადაც ჯერ კიდევ არ ვიცით მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა. დაფიქსირებულია გაუპატიურების ასობით შემთხვევა, მათ შორის არასრულწლოვანი გოგონები და მცირეწლოვანი ბავშვები. უბრალოდ საშინელებაა ახლა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ეს ასეა და ასეც მოხდა“, - აღნიშნა ზელენსკიმ. ამასთანავე, ზელენსკის თქმით, უკვე იდენტიფიცირებულია ერთ-ერთი სამხედრო, რომელმაც უკრაინელი ბავშვის მიმართ დანაშაული ჩაიდინა - იძალადა ბიჭზე და ძალადობის ამსახველი ვიდეო თანამებრძოლებს გაუგზავნა. ის ფსკოვის სამხედროა. „მაინტერესებს, როგორ აფასებენ ახლა რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამ "სპეცოპერაციის" შედეგებს. ასეთი დანაშაულების შემდეგ, რუსი ჯარისკაცის ბიჩკოვის ამ ქმედების შემდეგ იქნებ თავდაცვის მინისტრმა მოიწვიოს ზუსტად ასეთი მედესანტეები თავიანთი შვილების დასაცავად. მას არ სურს ეს, ბატონო მინისტრო, დარწმუნებული ვარ, რომ შეგეშინდება", - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)