|
2022-04-12 14:23:28, 1861 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრიტანეთი - თუ მარიუპოლზე ქიმიური შეტევა დადასტურდება, რუსეთის საპასუხოდ ყველა შესაძლო ვარიანტს განვიხილავთ
იმ შემთხვევაში, თუ მარიუპოლზე ქიმიური შეტევა დადასტურდება, დასავლეთი და დიდი ბრიტანეთი რუსეთის საპასუხოდ, ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავს. ამის შესახებ ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა, ჯეიმს ჰიპიმ განაცხადა. ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ბრიტანეთის მთავრობამ ქიმიური თავდასხმის შესახებ ინფორმაცია ჯერ ვერ გადაამოწმა. მაგრამ თუ კი ეს ინფორმაცია დადასტურება „პრეზიდენტმა პუტინმა უნდა იცოდეს, რომ განიხილება ყველა შესაძლო ვარიანტი, თუ როგორ უპასუხებს დასავლეთი“. ”მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ დღეს ამ ნივთიერების უამრავი გზით გამოყენების საშუალება არსებობს, ცრემლსადენი გაზიდან დაწყებული, ქიმიური იარაღით დამთავრებული” , - აღნიშნა ჯეიმს ჰიპიმ. შეიარაღებული ძალების მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს ზოგიერთი ქმედება სცილდება დასაშვებს, რომელთა შორისაც ქიმიური იარაღის გამოყენებაა. შეგახსენებთ, რომ გუშინ აზოვის პოლკმა მარიუპოლში რუსების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ განაცხადა. დრონიდან უცნობი წარმოშობის ნივთიერება ჩამოაგდეს. აღნიშნული თავდასხმის შედეგად სამი უკრაინელი ჯარისკაცი დაშავდა. აზოვის მეთაურის ანდრეი ბილეცკის თქმით, მათ ჰქონდათ სამხედრო ქიმიკატებით მოწამვლის აშკარა ნიშნები. ამ მომენტისთვის ჯარისკაცების მდგომარეობა შედარებით დამაკმაყოფილებელია.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)